გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩვენმა სამსახურებმა, ყველაფერი გააკეთეს და როგორც პირველ ოქტომბერს, ასევე გუშინ, მოახდინეს პრევენცია და აღკვეთეს შესაძლო დანაშაული

30-10-2021

ალბათ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ დამნაშავე სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 9 წელი მართავდა, ქურდულად, მალულად შემოიპარებოდა ერთადერთი მიზნით, რომ ქვეყანაში მოეწყო რევოლუცია, არეულობა და ქაოსი. ეს მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ადამიანებს არავითარი ზღვარი, ლიმიტი არ გააჩნიათ.


" მათ გეგმებში შედიოდა მკვლელობებიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩვენმა სამსახურებმა, ყველაფერი გააკეთეს და როგორც პირველ ოქტომბერს, ასევე გუშინ, მოახდინეს პრევენცია და აღკვეთეს შესაძლო დანაშაული.


ბუნებრივია, ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილია მათი დესტრუქციული ბუნება და ის, რომ გეგმავენ და გეგმავდნენ რაღაც გარკვეულ არეულობებს, ეს ყველასთვის არის ცნობილი. სახელმწიფო იმისთვის არის სახელმწიფო და სამსახურები იმისთვის არიან, რომ მოახდინონ პრევენცია. მთავარი დანიშნულება პოლიციის, უსაფრთხოების სამსახურების არის, რომ წინასწარ გათვალონ და მოახდინონ პრევენცია. თუ მათ განზრახვებს ქმედება არ მოჰყვა, ეს არის არშემდგარი დანაშაული. შესაბამისად, პასუხი არის ძალიან მარტივი -შესაძლოა მათ ჰქონოდათ გეგმა, თქვენ ახსენეთ წინა გამოძიებები, ეს გეგმა თუ არ განხორციელდა, ბუნებრივია, ეს არის არშემდგარი დანაშაული. შესაბამისად, ყველაფერს აქვს პრევენცია", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930