გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედებით წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის ფერმა აშენდება

7-11-2021

ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მორიგი ქველმოქმედება საქართველოში და ახალი პროექტი, რომელიც თავისი შინაარსით უნიკალურია. ქველმოქმედების ფორმა და შინაარსი ამჯერადაც უცვლელია - საქმე კეთდება ყოველგვარი აფიშირებისა და პოპულარიზაციის გარეშე.


„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი ზემო იმერეთში დაწყებული გრანდიოზული საქველმოქმედო პროექტით მაშინ დაინტერესდა, როდესაც კეზერაშვილის დაფინანსებულმა ტელეკომპანია „ფორმულამ“ არარსებული „პროტესტი“ ხალხის წინააღმდეგობად მონათლა და კიდევ ერთხელ შეეცადა, რომ შენება ნგრევად წარმოეჩინათ.


ცხადია, ეს არ გამოუვიდათ. სამაგიეროდ, საზოგადოებამ კიდევ ერთი კარგი სიახლის შესახებ შეიტყო. საუბარია გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაში შეტანილი კოლხური ხოხბის საშენზე. საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში უკვე დაწყებულია ძირითადი სამუშაოები, დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა და, რაც მთავარია, კოლხური ხოხბის საშენის დასრულების შემდეგ, ადგილი შეიძენს ტურისტულ და ბიზნესდატვირთვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728