გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვაში ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

4-06-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ძარცვის ჩადენაში ბრალდებული მ.ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 სექტემბერს, ღამის საათებში, ქურდობისთვის ნასამართლევი მ.ჩ. ქ.თბილისში, სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ბ.-სკუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებული თანხით და პლასტიკური ბარათებით, „swatch“-ის და “boss”-ის ფირმის მაჯის საათებს და “SAMSUNG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს.


მ.ჩ.-ს ქმედებით დაზარალებულს 1350 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.


სამართალდამცველებმა მ.ჩ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031