გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

9-11-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი დიპლომატის, პუბლიცისტის, მწერლისა და პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.


"გელა ჩარკვიანს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი.


ის იყო პროგრესულად მოაზროვნე და მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა საზოგადოებაში.


გელა ჩარკვიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031