გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოლიმპიური და პარაოლიმპიური პრიზიორები სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

9-11-2021

საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის ის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ასევე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მოიპოვებენ პირველ ადგილს, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას შეძლებენ. აღნიშნულ ინიციატივას „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილეს. საკითხის მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, კანონის მოთხოვნა ასევე გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ადგილი მოიპოვეს და ოქროს მედალოსნები გახდნენ.


სხდომაზე კომიტეტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და მასში დამატებითი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. განხილვის პროცესს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი დაესწრნენ.


კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგებს ინიციატივა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილ კანონპროექტიდან მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების ამოღება მოხდება. „მსჯელობის გაგრძელება შეგვიძლია. ამ ეტაპზე დავტოვოთ მხოლოდ ოლიმპიური და პარაოლიმპიური პრიზიორები, მათ შორის 2020 ტოკიოს ოლიმპიური პრიზიორებიც და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებზე მომავალში ვიმსჯელოთ", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.


კომიტეტის წევრებმა, კენჭისყრით, კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივას და მის მიერ წარმოდგენილ ფორმულირებას მხარი დაუჭირეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930