გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის მერიამ სტიპენდიანტი სტუდენტები დააჯილდოვა

12-11-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 27 წარჩინებული სტუდენტი დააჯილდოვა. ღონისძიება ახალციხის ციხეზე გაიმართა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვნანელმა ხათუნა ხმალაძემ მერიის სტიპენდიანტებს სერტიფიკატები გადასცეს, გარდა ამისა თითოეულ მათგანს მერიისგან 500 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო ჩაერიცხა.


2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის აკადემიური მოსწრების შედეგების საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიანტები არიან: ჰეღინეს აგოიანი, აზათ ფარმანიანი, ქრისტინე მოთიაშვილი, მერუჟან კილოიანი, მარიამ გოგოლაძე, თეონა სამსონიძე, აქსანა გინოსიანი, ასია დათებოვი, თამთა პლაჭიაშვილი, ირინა ერანოსიანი, ანაჰიტ დილბარიანი, ანა ტაბატაძე, სიუზან ნახაკციანი, მარიამ გელაშვილი, ნათია ჯვარიძე, ქრისტინე ინასარიძე, თამარ ოქრომელიძე, მარიამ ხმალაძე, ნინო სუდაძე, ეთერ თოროსიანი, ანგელინა ქურდაძე, ვიქტორია გოგოლაძე, ნინო კაპანაძე, სოფიკო კურტანიძე, ლენა კარაპეტიანი, ვერონიკა გვარამაძე, სუსანნა ოვაკიმიანი.


სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარჩინებულ სტუდენტებს სწავლაში მიღწეული შედეგი მიულოცეს და მომავალშიც წარმატებები უსურვეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930