12-11-2021
,,მიხეილ სააკაშვილის კადრები ვინმეს უხერხულობას უქმნის თუ არა? უხერხულობას კი არა, უფრო მეტს გვიქმნის ის კადრები, როდესაც ის თვითონ ფორთხავს, აქ არავინ აფრთხიალებდა, მიჰყავდათ, თვითონ როდესაც ფორთხავს აგვისტოს ომის დროს, შეშინებული და დამფრთხალი გარბის სადღაც, მოჩვენებები რომ ჰქონდა და ფორთხავდა, მაშინ უხერხულობა კი არ შემექმნა, შემრცხვა’’ -ასე პასუხობს ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტების შეკითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, არცერთი ადამიანის დაჭერა სასიამოვნო არ არის თუმცა, როდესაც ადამიანი სამართალდამცავებს არ ემორჩილება, სამართალდამცავები იძულებულები არიან რაიმე სახის ღონისძიება გამოიყენონ.
„რაც შეეხება კადრებს, პირდაპირ ვიტყვი, რომ არ იყო სასიამოვნო სანახავი. არც ერთ ნორმალურ ადამიანს, არავის პატიმრობა არ უხარია, როდესაც ხელში აყვანილი მიჰყავთ ეს პატიმარი იქნება, თუ სხვა ადამიანი, რომლის მიმართაც იძულების ღონისძიება უნდა გამოიყენოს, სხვაგვარად ვერ შეძლებენ თავისი ფუნქციის შესრულებას სამართალდამცავები, თუ სხვა ადამიანები, ვის კომპეტენციაშიც ეს შედის, ეს სასიამოვნო სანახავი არცერთ შემთხვევაში არ არის, ისევე, როდესაც რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ადამიანი, მისი დაკავების ნებისმიერი კადრი არის უსიამოვნო სანახავი. ამ კადრებით წერტილი დაესვა იმ რამდენიმედღიან ბევრ ტყუილს, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ და მათი ტელევიზიები იტყუებოდნენ, მაგალითად ის, რომ 30 მეტრში ჩამოიყვანეს სააკაშვილი, გაატარეს პატიმრების თვალწინ, ვნახეთ, რომ მიიყვანეს შენობასთან. მოუწიათ იძულების წესით შეეყვანათ იმ საკანში თუ პალატაში, ამის შემდეგ ვნახეთ ჩვენ ის კადრები, რაც იყო უსიამოვნო სანახავი. რაც შეეხება იმას, ვინმეს უხერხულობას უქმნის თუ არა, უხერხულობას კი არა, უფრო მეტს გვიქმნის ის კადრები, როდესაც ის თავად ფორთხავს. აქ არავინ აფორთხიალებდა, მიჰყავდათ და თვითონ, როდესაც ფორთხავს, აგვისტოს ომის დროს, შეშინებული და დამფრთხალი გარბის სადღაც, მოჩვენებები რომ ჰქონდა და ფორთხავდა, მაშინ უხერხულობა კი არ შემექმნა, შემრცხვა. მაშინ ყველა ქართველს შერცხვა მისი საქციელის. ამ კადრებით ისიც დადასტურდა, რომ ყველა ტყუილი გამოაშკარავდა და რაც მნიშვნელოვანია, თავად ითხოვდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და ე.წ. მედიამენეჯერები, თუ ეს მართალი არ არის, რასაც ჩვენ ვყვებით, მაშინ გაასაჯაროონ კადრები. როდესაც კადრები გასაჯაროვდა და ეს არ მოგეწონათ, ამის შემდეგ გადახვედით სამწუხაროდ, სხვა კამპანიაზე, რომ უხერხულია თურმე ეს კადრები“, – განაცხადა მდინარაძემ. ‘’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.