15-11-2021
"მოშიმშილე პატიმართან მიმართებით რაიმე გამოწვევა, რომელსაც პენიტენციური სისტემის სამედიცინო ცენტრი ვერ უპასუხებს, არ არსებობს. შესაბამისად, ვერც თქვენ მისახელებთ მიზეზს, რა მაღალტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ ის სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
აქ გვაქვს კითხვები ჩვენ და, დარწმუნებული ვარ, იგივე კითხვები აქვს საზოგადოებას. ეს არის დისკუსია, რომელიც ექიმებს შორის უნდა წარიმართოს და გადაწყვეტილებები, რომელიც არა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა თანამებრძოლებმა ან პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ, არამედ სამედიცინო სამსახურმა", - განაცხადა თალაკვაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ, თუ მიხეილ სააკაშვილი ან მისი დაცვის მხარე მისცემს ოფიციალურ თანხმობას სამედიცინო სამსახურს უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროებაზე, საზოგადოებაში არსებული კითხვები მოიხსნება.
"მისი მდგომარეობა ამ შიმშილობის ფონზე დამაკმაყოფილებელია. რეალურად, მანიპულაციას წარმოადგენს ის საუბრები, რომ არაუფლებამოსილი პირები სხვადასხვა განცხადებას აკეთებენ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.