გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„აღქმისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ - მედიასკოლამ ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა

17-11-2021

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. „აღქმისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ - ამ თემაზე ინტერაქციული ტრენინგის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ფსიქოლოგ რუსუდან გორგილაძესთან ერთად იმუშავეს. გორგილაძე წლების მანძილზე ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა, იყო ასევე ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი. ის სხვადასხვა დროს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. გორგილაძე ასევე ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი და საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე იყო.


ტრენინგზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო აღქმის პროცესის საფუძვლების შესწავლას და იმის გააზრებას, თუ რა გზებითა და საშუალებებით იღებს ადამიანი ინფორმაციას გარემოდან, ასევე, როგორ იქმნის ადამიანი ე.წ რეალობის განცდას და რა ფილტრები ხვდება მას ამ პროცესში. ტრენინგის მონაწილეებმა ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგალითზე, ახალი ამბების მიწოდების ხერხები განიხილეს. ტრენინგის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა, ასევე დიქტატურებსა და დემოკრატიულ საზოგადოებებში პროპაგანდის მეთოდების გამოყენების ფორმებსა და „ფეიკ ნიუსების“ გამოყენების მაგალითებზე.


ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მედიააკადემია აგრძელებს მუშაობას და როგორც დამწყები, ისე მოქმედი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის ახალ სასწავლო პროგრამებს, სემინარებსა და მასტერკლასებს გეგმავს.

კომუნიკაციების კომისიამ ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებს სერტიფიკატები გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930