5-06-2018
ირლანდია-საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის - ხელოვნების სასახლის ორგანიზებით , დუბლინის ციხე-სიმაგრეში ქართული ეროვნული სამოსის ფოტოგამოფენა მიმდინარეობს.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული მე-12-19 საუკუნის ქართული ეროვნული სამოსის ნიმუშები.
ფოტოგამოფენა 30 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღების ფარგლებში გაიხსნა და დუბლინის ციხე-სიმაგრის საგამოფენო სივრცეში 2018 წლის 31 აგვისტომდე დარჩება.