გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ 3 კატეგორიაში დაასახელა

19-11-2021

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ციფრული ბანკინგის 3 მიმართულებითმსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა. აღნიშნული კატეგორიებია: ონლაინ მომსახურება ინვესტიციების სამართავად, პროდუქტების შეთავაზება ონლაინ, ონლაინ საკრედიტო მომსახურება.


„World's Best Digital Corporate/Institutional Banks 2021“ და „World's Best Digital Consumer Banks 2021“ ჯილდოს პირველი რაუნდისფარგლებში, საქართველოს ბანკი უკვე გამოვლინდა საქართველოს და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ 11 კატეგორიაში. ხოლო მეორე რაუნდში, ბანკმა 3 კატეგორიაში პირველობა მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვა.


„საქართველოს ბანკი აგრძელებს ციფრული ინოვაციების კვალდაკვალ განვითარებას. ჩვენი გუნდისთვისუმნიშვნელოვანესია ვუსმინოთ მომხმარებლებს.სწორედ მათი სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებითშევქმენით ის სერვისები თუ პროდუქტები, რომლებმაც მსოფლიო დონის აღიარება და გამარჯვება მოგვიტანა. მათ შორის: ონლაინ განვადების ფუნქციონალი;პერსონიზირებული საბანკო და არასაბანკო შეთავაზებები mBank-ში;ბიზნეს ინტერნეტბანკის განახლებული ფუნქციონალი და მრავალი სხვა. აღნიშნული ჯილდოები ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც ქმნის და მოიხმარს საქართველოს ბანკის ციფრულ პროდუქტებს. მადლობა მსოფლიოში საუკეთესო გუნდს და მადლობა ერთგულ მომხმარებელს, რომელიც გვირჩევს ჩვენ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.


ინფორმაციისთვის, აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად, ბანკები მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებდნენ. საქართველოს ბანკთან ერთად, გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები, როგორიცაა: Citi, Eurobank, Sberbank, და სხვ. გამოცემამ ბანკებს ჯილდოები მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით მიანიჭა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930