გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სწრაფვას, გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა

21-11-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ერთად, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა შეიმუშავა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის წარდგენის ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა.


როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, პანელური დისკუსია პლასტმასის ნარჩენების პრევენციის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე გაიმართა.


მათი განმარტებით, ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ქვეყანაში არსებული პლასტმასის ნარჩენების შემგროვებელი და გადამმუშავებელი კომპანიების გამოფენა.


„ჩვენმა სამინისტრომ, უკანასკნელ წლებში, ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. შემუშავდა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სწრაფვას, გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა და უზრუნველყოს პლასტმასის პროდუქტების მდგრადი და უსაფრთხო მოხმარება და წარმოება. დოკუმენტი მოიცავს 10-წლიან სტრატეგიას და 5-წლიან სამოქმედო გეგმას, რომლებშიც წარმოდგენილია კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს პლასტმასის მართვის სექტორში ცირკულარული პრაქტიკის დანერგვა, სადაც პრიორიტეტი პლასტმასის პრევენციას, ხელახლა გამოყენებასა და გადამუშავებას ენიჭება”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა (2016-2030) და ეროვნული სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად.

„პლასტიკის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს პლასტიკის მართვის მიმართულებით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომებს, რომელთა შესრულებაც პლასტმასის ნარჩენების პრევენციას შეუწყობს ხელს.


ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდერსენი და CENN აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930