გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი სოციალური პოლიტიკის ახალ ინიციატივაზე: მთავრობის მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების წახალისებაა და არა საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა და ეკონომია

22-11-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრის სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ დღევანდელ ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების წახალისებაა და არა საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა და ეკონომია.


„პრემიერ-მინისტრმაც გააჟღერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია წავახალისოთ შრომა, რათა მეტი კეთილდღეობა მიიღონ ოჯახებმა და არა პირიქით, ეს ადამიანები სტაბილურობის შენარჩუნების გამო უფრთხოდნენ შემოთავაზებებს და სამუშაო პროცესებში ჩართვას. ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენი მიზანი არაა საბიუჯეტო ხარჯების ეკონომიის გაკეთება, ეს არ არის ამოსავალი. ამ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, დღის განმავლობაში იყო ბევრი კითხვა და ხშირ შემთხვევაში საჭიროა მეტი განმარტება, რომ ჩვენ ერთი მხრივ ვუნარჩუნებთ ადამიანებს ამ შემოსავალს, მაგრამ დამატებით ვაჩენთ დამატებით შესაძლებლობებს რომ მათ მიიღონ შემოსავალი სხვადასხვა სამუშაოს შესრულებით. ეს იქნება მოკლევადიანი, გრძელვადიანი, სეზონური და ა.შ იმისთვის, რომ ერთის მხრივ მეტი შემოსავალი ქონდეთ ამ ოჯახებს, მეორეს მხრივ მათ მიიღონ გარკვეული კვალიფიკაცია და მე ვფიქრობ, რომ ადამიანები რომლებიც გადადგამენ პირველ ნაბიჯს, ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში, დაინახავენ კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებას, რაც პროცესის ნაწილი უნდა იყოს",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესში ჩართული იქნება განათლების სამინისტრო პროფესიული განათლებით, გათვალისწინებული იქნება გარკვეული ტრენინგები, რათა ადამიანებს ქონდეთ სამუშაოს შესაბამისი კვალიფიკაცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930