26-11-2021
94 წლის ასაკში, კიდევ ერთი ღირსეული ონელი, ქალაქის კოლორიტი ალექსანდრე (შურა) მაისურაძე გარდაიცვალა.
ალექსანდრე (შურა ) მაისურაძეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი თაობების აღზრდაში, სპორტის განვითარებასა და ჭიდაობის პოპულარიზაციაში, ის იყო მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტთა შორის, ვეტერანთა პირველობაში ორგზის ჩემპიონი , საპატიო ონელი, კარგი მეგობარი და მასწავლებელი
შურა მაისურაძე
დაიბადა 1927 წლის 21 ივლისს.
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი
სსრკ ნაკრების წევრი
საქართველოს და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.
ვეტერანი ჩემპიონი
1994 წელს იტალიაში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის 58 კგ წონით კატეგორიაში.
1995 წლესაც გაიმეორა შედეგი სოფიაში
ოლიმპიური ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის პირადი მწვრთნელი.
ონის მუნიციპალიტეტის მერია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და რაჭას ამ დიდ დანაკლისს.