გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 8 376 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

29-11-2021

მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან 28 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან 8 376 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 113%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 109%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.


მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (5153 ტონა), სომხეთში (2221 ტონა), უკრაინაში (651 ტონა), მოლდოვაში (141 ტონა), ყაზახეთში (61 ტონა), ყირგიზეში (60 ტონა), სლოვენიასა (50 ტონა) და სხვა ქვეყნებში (39 ტონა).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031