გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: საპარტნიორო ფონდის რეფორმირება სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება და მოხდება სტრუქტურის სრული განახლება

29-11-2021

„საპარტნიორო ფონდის" რეფორმირება სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება და ფონდი უფრო თანამედროვე სტრუქტურად ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე ჩამოყალიბებულია და სულ მალე წარედგინება მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს დასამტკიცებლად.


„ამ კანონპროექტის მიხედვით, პირველ რიგში, მოხდება „საპარტნიორო ფონდის" რებრენდინგი, მას დაერქმევა „საქართველოს განვითარების ფონდი". ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ რა თქმა უნდა, მთლიანად არ ასახავს იმ სიახლეს, რასაც „საპარტნიორო ფონდთან" მიმართებით ვგეგმავთ. „საპარტნიორო ფონდი", როგორც ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ბიზნესს დაფინანსების სხვადასხვა დივერსიფიცირებული მექანიზმები სჭირდება, მათ შორის კაპიტალი, რომლის წყაროსაც წარმოადგენდა დღემდე „საპარტნიორო ფონდი", თუმცა, უფრო თანამედროვე სტრუქტურა უნდა იყოს შექმნილი", - განაცხადა თურნავამ.


მინისტრის განმარტებით, რეფორმის ფარგლებში ასევე ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი, პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო.


„დღემდე სამეთვალყურეო საბჭოში უშუალოდ მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ, რაც აღარ შეესაბამება თანამედროვე რეალიებს. სხვა მსხვილ სახელმწიფო საწარმოებში, მაგალითად ელექტროსისტემაში უფრო პროფესიული ნიშნით შერჩეულ დამოუკიდებელ საბჭოს ვნიშნავთ. იგივე მიდგომა იქნება აქაც. მთავრობის წევრებით დაკომპლექტებული ბორდის ნაცვლად იქნება დამოუკიდებელი, პროფესიული ბორდი. სახელმწიფო ფონდის მენეჯმენტს გარკვეულ პერიოდში დაევალება რომ საპარტნიორო ფონდის ფინანსური აუდიტი და რესტრუქტურიზაციის გეგმა მომზადდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ, ის იყოს ფინანსურად უფრო ძლიერი, თვითკმარი და მდგრადი ამ თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე მოხდება პრაქტიკულად, ამ სტრუქტურის სრული განახლება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930