გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა

1-12-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. შეხვედრაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტების მიმდინარეობა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. EBRD-თან ერთად ბათუმში იგეგმება ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება როგორიცაა სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ეკოლოგიური პროექტების სრულყოფა, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება.


2018 წელს ბათუმი შეუერთდა EBRD-ს მწვანე ქალაქების პროგრამას, რომელიც ქალაქებს მათი მდგრადი განვითარების ხედვისა და სტრატეგიული მიზნების შემუშავებაში ეხმარება. აჭარაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს მყარი ნარჩენების პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნას ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად. EBRD-ს ხელშეწყობით განხორციელდა ასევე ბათუმის ახალი ავტობუსების პროექტი და ქობულეთის წყლის პროექტი.


შეხვედრას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. 1992 წელს ქვეყანაში ოპერირების დაწყებიდან ბანკმა 4,2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია 266 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში განახორციელა, ამ ინვესტიციების 87% კი - კერძო სექტორში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31