გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბარსელონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

3-12-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში „IBTM 2021″ მიიღო მონაწილეობა. ბარსელონის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიურო, ბიუროს წევრი 5 კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იყო წარდგენილი. „IBTM 2021″ ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გამართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის პრეზენტაციები, B2B შეხვედრები.


გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 5 თანამონაწილე კომპანიასთან ერთად ერთიანი საპრომოციო სტენდით წარსდგა, სადაც სტუმრებს, საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოში საქმიანი ტურიზმის პერსპექტივებს.


საერთაშორისო გამოფენაში 140-ზე მეტი ქვეყანა და 3000-ზე მეტი მიმართულება მონაწილეობდა. გამოფენას ტურიზმის სფეროს 15,000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031