7-12-2021
ყველაზე დიდი სიმდიდრე - საკუთარი ხალხის სიყვარულია! ყველაზე დიდი ღირსება - სამშობლოსთვის თავგანწირვაა! ყველაზე დიდი მონაპოვარი - უკეთესი მომავალია მშობლიური ქვეყნისთვის და ხალხისთვის, - ასე ეხმიანება პარლამენტის უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ ისტორიის სახელმძღვანელოში განთავსებულ ინფორმაციას.
მისი თქმით, თანამედროვე ეპოქაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა სამ მილიარდ დოლარზე მეტი აჩუქა მშობლიურ ქვეყანას.
,,ყველაზე დიდი სიმდიდრე - საკუთარი ხალხის სიყვარულია! ყველაზე დიდი ღირსება - სამშობლოსთვის თავგანწირვაა! ყველაზე დიდი მონაპოვარი - უკეთესი მომავალია მშობლიური ქვეყნისთვის და ხალხისთვის! თანამედროვე ეპოქაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა სამ მილიარდ დოლარზე მეტი აჩუქა მშობლიურ ქვეყანას და მისი, როგორც მეცენატის და ქველმოქმედის მოხსენიება ისტორიის სახელმძღვანელოებში, გაპროტესტდა თუნდაც ერთი კონკრეტული ადამიანის მიერ!
სინამდვილეში საზოგადოებამ ხომ კარგად იცის რას აპროტესტებს, რას ვერ ეგუება „ნაც-სექტა“ და მისი „აღმსარებლები“ - მარცხს, რომელიც ჯალათების და მწამებლების რეჟიმმა 2012 წელს და ყველა შემდგომ არჩევნებზე განიცადა და რაც, ამავდროულად ქართველი ხალხის და ბატონ ბიძინა ივანიშვილის უდიდესი გამარჯვებაა“, - წერს დავით მათიკაშვილი facebook - ზე.
პარტია „დროა" მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.
16-11-2024
16-11-2024