8-12-2021
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ერონული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის წევრებს სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში მიწის მართვის ძირითადი ასპექტები გააცნო.
სხდომას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე ხელმძღვანელობდა.
გიორგი მიშელაძემყურადღება მიწის რესურსების ერთიანი ელექტრონული ბაზის, მიწათსარგებლობის (Land Use) და მიწის დაფარულობის (Land Cover) შესახებ მონაცემთა შექმნის მნიშვნელობასა და სატელიტური მონიტორინგის დანერგვაზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ მონაცემთა ბაზების შექმნაში სირთულეს ქმნის ის ფაქტი, რომ მიწასთან დაკავშირებით არსებულიმონაცემები არასრულყოფილია, ცალკეულ შემთხვევებში კი,საერთოდ არ არსებობს.
გიორგი მიშელაძემ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციურ მოწყობასა და იმ პროგრამებზეც ისაუბრა, რომლებსაც სააგენტო ამ ეტაპზე ახორციელებს.
შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოს სამომავლო გეგმებიდა ის ნაბიჯები, რამაც უნდა უზრუნველყოს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება,რათათანამედროვე გამოწვევების შესაბამისად მოხდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აღრიცხვა და კადასტრის წარმოება.
16-11-2024
16-11-2024