9-12-2021
სამოქალაქო მფრინავი, რომელმაც გაზეთ "ალიას" 2012 წელს სკანდალური ინტერვიუ მისცა, იხსენებს, რა ილაპარაკა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ერთ-ერთი ფრენის დროს მის კაბინაში.
საინფორმაციო - შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:
"2012 წლის აგვისტოს ომამდე ორი თვით ადრე, მაისში, თბილისიდან უკრაინაში, ბორისპოლში მივფრინავდით, ჩვეულებრივ რეისს ვასრულებდით...
დავინახე, თვითმფრინავის ტრაპზე გივი თარგამაძე ამოდიოდა... ვიცოდი, აუცილებლად კაბინაში შემოვიდოდა, სადაც ჩვენი, მფრინავების ადგილია.
დავაჭირე ღილაკს ხელი და "პრავადნიცა" გამოვიძახე, რომელსაც ვუთხარი, - გივი თარგამაძე უსათუოდ შემოვა კაბინაში და თუ გთხოვოს, შემოიყვანე, თავისას მაინც არ დაიშლის და მაგის ნერვები არა მაქვს-მეთქი.
მართლაც, ავფრინდით თბილისიდან და სიმაღლე ავიღეთ თუ არა, გიგი თარგამაძე დაბარებულივით შემოვიდა ჩვენს კაბინაში.
არც ერთ სიტყვას არ ვუმატებ იქ გამართულ საუბარს და არც ვაკლებ:
თარგამაძე პირდაპირ მეუბნება, - რუსებს უნდა მოვ.....თ დედის ტრ..ი, უნდა დავცხოთო!...
როგორ უნდა დაცხოთ-მეთქი?... ვკითხე.
ჩემ გვერდით მეორე მფრინავი იჯდა და თუ საჭირო გახდება ისიც დაადასტურებს ამ საუბრის სისწორეს.
- როგორ დასცხებთ რუსებს, მერე ჩვენც ხო დაგვცხებენ-მეთქი? არ ვეშვებოდი თარგამაძეს, რომელმაც მიპასუხა, - მაგათ დედას მოვუტ...თო! 40 თვითმფრინავი რომ შემოფრინდეს, 15-ს ეგრევე ჩამოვაგდებთო!
ვეუბნები, კი დავუშვათ, 40 თვითმფრინავიდან მართლა ჩამოვაგდეთ 15, მაგრამ იმ დარჩენილ 25 თვითმფრინავს რას უშვებით, მთელ საქართველოს რო გადაბუგავს და ქვას ქვაზე არ დატოვებს-მეთქი?
- მაინც დედას მოვუტ....თო - იმეორებდა თარგამაძე".
ჟურნალისტის კითხვაზე, - "ამ საუბრის დროს გივი თარგამაძე ნასვამი ხომ არ იყო?", მფრინავი პასუხობს:
"აბსოლუტურად ფხიზელი იყო, მაგას სიმთვრალისა არაფერი ეტყობოდა, არც სასმელის სუნი მიგვრძვნია.. აი ასე კამათით ჩავფრინდით ბორისპოლში" - იხსენებს მფრინავი გამოცემასთან საუბრისას.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით