გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიამ მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის საჯარო კონსულტაციების ახალი წესი დაამტკიცა

9-12-2021

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო სფეროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობის მიზნით, საჯარო კონსულტაციების ახალი წესი დაამტკიცა. ახალი წესის შესაბამისად, ტელეკომ სფეროს რეგულირების პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარიმართება, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება, როგორც ინდუსტრიის, ისე - მომხმარებლების ინტერესებზე.


დამტკიცებული პროცედურის მიხედვით, კომუნიკაციების კომისია საჯარო კონსულტაციებს გამართავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, როგორებიცააკონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით ბაზრის ანალიზის ჩატარება და შესაბამისი მარეგულირებელი ღონისძიებების მიღება,რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონით გაცემა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე მომზადებული აქტის პროექტი შესაბამის ინფორმაციასთან ერთად განთავსდება და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინონ საკუთარი წერილობითი მოსაზრებები. გარდა ამისა, კომისიის ვებ-გვერდზე შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო სივრცე, სადაც სისტემატიზებულად განთავსდება საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტები, დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრებები და კომუნიკაციების კომისიის პასუხები.


საჯარო კონსულტაციების ახალი წესები სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან, ასევე ეყრდნობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტში „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში” მიღებულ რეკომენდაციებს, რომელთა ძირითადი მიზანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოება იყო. საჯარო კონსულტაციების პროცედურის მიღების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული, როგორც ტელეკომ ოპერატორები, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომელთა მიერ წარდგენილი არაერთი შენიშვნა და წინადადება კომუნიკაციების კომისიამ გაითვალისწინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031