გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

10-12-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ მაიორი კობა კობალაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდა და იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე დგას და რომელთა გადალახვაც სამინისტროსა და სამსახურის ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი.


კობა კობალაძემ მინისტრს გააცნო ის პროექტები, რომლებიც სამსახურის მხარდაჭერით საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე ხორციელდება; საუბარი შეეხო გურიასა და აჭარაში შექმნილ ''ვეტერან ფერმერთა ასოციაციებს'', რომელთა წევრმა ვეტერანებმა როგორც აგრარულ, ასევე, მესაქონლეობის სფეროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს; აღინიშნა ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის დარგში განხორციელებული, წარმატებული პროექტიც, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანი ფერმერი არა მხოლოდ ქმნის პროდუქციას და ასაქმებს ვეტერანებს, არამედ თავის თანამებრძოლებს გადასცემს ცოდნასა და გამოცდილებას,რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესის დასაწყებად და გასავითარებლად. მხარეებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა და მეწარმე ვეტერანთა თანადგომა.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვეტერანებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშესაწყობად საჭირო ღონისძიებებს, ერთობლივი პროექტების შემუშავებას, რომლებიც ვეტერანისთვის, სოფლის მეურნეობის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის დასაწყებად მნიშვნელოვანი ფაქტორია არა მხოლოდ კონკურენტუნარიანი პროდუქციის საწარმოებლად, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელადაც.


ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანების მიმართ პატივისცემა გამოხატა და მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევაში მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930