10-12-2021
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" ახალი ანგარიშის თანახმად, პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეათე მოწვევის პარლამენტშიც. „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" ახალი ანგარიშის თანახმად, პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეათე მოწვევის პარლამენტშიც.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა:
• პარლამენტის 150 წევრიდან, ბიზნესთან კავშირი აქვს 62 დეპუტატს
• 10 დეპუტატს წილის საკუთრება არასრულად აქვს მითითებული დეკლარაციაში, ეს დეპუტატები არიან: დავით კაჭარავა, ნონა მამულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ცეზარ ჩოჩელი, ტარიელ ნაკაიძე, ნინო წილოსანი, დილარ ხაბულიანი, იაგო ხვიჩია, ზაალ დუგლაძე, ფრიდონ ინჯია;
• 13-მა დეპუტატმა არასრულად დაადეკლარირა მისი არაპირდაპირი სამეწარმეო საქმიანობა (დაკავშირებული/შვილობილი საწარმოები);
ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს (10 და მეტი კომპანიაში) კი შემდეგი დეპუტატები ფლობენ:
1. ბადრი ჯაფარიძე (ფრაქცია „ლელო"- პარტნიორობა საქართველოსთვის") - 32 კომპანია;
2. მამუკა ხაზარაძე (ფრაქცია „ლელო"- პარტნიორობა საქართველოსთვის") - 30 კომპანია;
3. ვასილ ჩიგოგიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება") - 22 კომპანია;
4. ავთანდილ ენუქიძე (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები") - 20 კომპანია;
5. ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები") - 20 კომპანია;
6. კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია") - 12 კომპანია.
7. დილარ ხაბულიანი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია") - 10 კომპანია.
პარლამენტის წევრთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებსა და კომპანიებში მათი კუთვნილი წილების შესახებ ინფორმაცია კვლევაში მოცემულია 2021 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულმა სხდომამ, საკუთარი მიმართვის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, 16 ნოემბერს ვადამდე შეუწყვიტა.