გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოზონდამშლელი ნივთიერებების ემისიების შემცირების საკითხებზე ტრენინგები გაიმართა

15-12-2021

გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის „საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამის" ფარგლებში, სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსებისთვის, მებაჟე ოფიცრებისა და გარემოსდაცვითი ინსპექტორებისთვის ტრენინგები გაიმართა.


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრენინგების მიზანი პროფესიონალი კადრების სწავლება და გადამზადებაა, რადგან სწორედ მათ კვალიფიკაციაზე არის დამოკიდებული ატმოსფეროში ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბური აირების ემისიების შემცირება.


მათივე ცნობით, ტრენინგები ითვალისწინებდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს და მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ოზონდამშლელ ნივთიერებებთან დაკავშირებული ეროვნული რეგულირება და საკანონმდებლო ბაზა, ალტერნატიული ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობის ზომები და მოწყობილობების უსაფრთხო მოპყრობა.


„მემაცივრე ტექნიკოსები სერტიფიცირებას გადიან გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, შესაძლებლობების გაძლიერება და ამ სექტორში განხორციელებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, იმისათვის, რომ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი მათი საქმიანობის სფეროს პოპულარიზაციას“, -განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.


„საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამა“ 2009 წლიდან ხორცილედება და ხელს უწყობს მონრეალის ოქმით ნაკისრი ვალდებულებების, კერძოდ კი, ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების/შემცირების განხორციელებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930