გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: პრემიერ-მინისტრის ანგარიში მოიცავდა ყველა მიღწევას, ახალ ინიციატივას, რაზეც ჩვენმა კაბინეტმა მისი ხელმძღვანელობით წელს იმუშავა

18-12-2021

„ანგარიში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა საზოგადოებას, იყო ძალიან კომპლექსური, მოიცავდა ყველა მიღწევას, ახალ ინიციატივას, შედეგს, რაზეც ჩვენმა კაბინეტმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარე წელს იმუშავა. წელი უკვე მთავრდება და ეს იყო ამ პერიოდის ერთგვარი შეჯამება", - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს საზოგადოებისთვის წარდგენილ მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშს.


როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საგულისხმოა, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მნიშვნელოვანი, წონადი ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობას და მთლიანად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სურათს შეეხებოდა. მინისტრის თქმით, გაზაფხულზე მთავრობამ ერთობლივად მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა, პანდემიის მიუხედავად, უარი თქვა ეკონომიკის ჩაკეტვაზე, შედეგად კი სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, მისი ზრდის ტემპის დაჩქარება.


„ამან საშულება მოგვცა, რომ ხელშესახები შედეგები დაგვედო თუნდაც, ტურიზმის აღდგენის, ექპორტის განვითარების თვალსაზრისით და ძალიან მყარი საფუძველი შეიქმნა იმისთვის, რომ უკვე მომავალი წლიდან უფრო მეტად ვიზრუნოთ მოსახლეობის იმ ფენებზე, ვისაც სახელმწიფოს მზრუნველობა სჭირდება. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რა თქმა უნდა, პრობლემებსა და გამოწვევებზეც, პირველი გამოწვევა - ეს არის სიღარიბე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ძალიან სასიამოვნოა, რომ აღნიშნული იყო ჩვენი პროგრამის, „აწარმოე საქართველოში" მნიშვნელოვანი როლი. წელს უკვე დაიწყო ახალი პროექტები, ახალი მიმართულებელი, ახალი პროგრამები - ეს არის მრავალშვილაინი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირება, ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტჩამნაცვლებელი დარგების ხელშეწყობა, მათ შორის საგრანტო კომპონენტით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობა ბიზნესსექტორს მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს. კერძოდ, მინისტრის თქმით, საუბარია იმაზე, რომ მომავალშიც 300 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა გამოიყოფა ქართული ბიზნესის დასახმარებლად.


მინისტრის განცხადებით, პრემიერმა ასევე ხაზგასმით ისაუბრა ტურიზმის შესახებ და აღნიშნა, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, მომავალ წელს, თითო ახალი პროექტის მომზადება გვაქვს დაგეგმილი.


„ბიუჯეტში გვაქვს გამოყოფილი გარკვეული თანხები იმისთვის, რომ ეს პროექტები მოკვლეულ იქნას და მომზადდეს ინვესტორებისთვის შესათავაზებლად", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930