18-12-2021
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს წელს. მოგეხსენებათ, რომ ჩატარდება კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი „ევრობასკეტი", რომლისთვისაც ჩვენ რა თქმა უნდა, კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული. ძალიან ბევრ სხვა ტურნირს უმასპინძლებს საქართველო 2022 წელს. ჩატარდება ძიუდოს გრანდ სლემი, ჭიდაობის, ფარიკაობის, რაგბის, კრივის, ზამთრის სპორტის სახეობების მიმართულებით ტურნირები.
მე ასევე მინდა ვთქვა, რომ კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი ქვეყნის საუნჯე და სავიზიტო ბარათია. მათი მოვლა-პატრონობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაშიც მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის პირები უნდა იყვნენ ჩართულები. ამ მიმართულებით ქალბატონმა თეამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკვე",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024