18-12-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამსცნობილი მეცნიერის, ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.
მიხეილ ჩხენკელი:„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მეცნიერის ბატონი ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ბატონი ენრიკო გაბიძაშვილი გახლდათ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უდიდესი საგანძურის – ქართული ხელნაწერების ნამდვილი მემატიანე. მისი მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომის შედეგად ძველი ქართული მწერლობის არაერთმა მნიშვნელოვანმა ნიმუშმა ხელახალი სიცოცხლე შეიძინა და დღის სინათლე იხილა.
მან თავისი სამეცნიერო ნაშრომებით დიდი წვლილი შეიტანა ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებაში და სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად და წარმატებით აგრძელებდა საყვარელ საქმიანობას.
ბატონი ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია სამეცნიერო საზოგადოებისთვის.”
16-11-2024
16-11-2024