გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
24 საათში კოვიდ ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 52, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 072 პირი

22-12-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 153 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 160 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 993 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 739 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 916 477-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.19%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 072 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 869 411.


ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 221 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა - 204, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 120, შიდა ქართლი - 174, გურია - 99, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი -147, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 819 საიდანაც: 5 488 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 237, აჭარაში - 544, იმერეთში - 1 105. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 350 პირი, მათ შორის, თბილისში - 555, აჭარაში - 129, იმერეთში - 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 313 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 33, იმერეთში - 35. 1 001 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 629 - თბილისში, 247- აჭარაში. 27 330 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 1.


სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 21 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 298 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 430 ადამიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930