გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მეტი მხარდაჭერა სჭირდება ჩვენს დიასპორას, ხელი უნდა შევუწყოთ ყველას, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს

22-12-2021

მსოფლიო ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენლობებს საკვანძო ადგილი უკავია საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობებში, ჩვენს დიასპორასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიასპორასთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი იდეა მუშავდება და დიასპორის პოტენციალის, რესურსების გამოყენება აუცილებელია.


„ვამუშავებ სხვადასხვა იდეას, რომელიც უკავშირდება ჩვენს დიასპორას. ზოგადად ამ მიმართულებით ჩვენ უნდა გავააქტიუროთ მუშაობა, უფრო ძლიერი კოორდინაცია სჭირდება დიასპორას და დიასპორის პოტენციალის, რესურსების გამოყენება არის საინტერესო და აუცილებელი. ამიტომ, უნდა გავაძლიეროთ მათზე ზრუნვა, მეტი მხარდაჭერა სჭირდება ჩვენს დიასპორას, ხელი უნდა შევუწყოთ ყველას, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისთვის, თავდადებისთვის. თქვენი საქმიანობა მაღალ დონეზე უზრუნველყოფს საქართველოს ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ, ეფექტიან ურთიერთობას პარტნიორებთან და მომავალი მიმართულებების განვითარებას", - მიმართა ქართველ ელჩებს პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31