გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ბექაური: საქართველოს აქვს გეოგრაფიული უპირატესობა გახდეს რეგიონის ციფრული ჰაბი და Amazon-მა, Facebook-მა და Google-მა ჩვენთან გახსნან მონაცემთა გაცვლის ცენტრები

28-12-2021

„მინდა, შევეხო საქართველოში ციფრული ჰაბის გაკეთების შესაძლებლობას. ეს გულისხმობს დატა ცენტრის გაკეთებას, რომელიც ფაქტობრივად, მთელ რეგიონს მოემსახურება. ციფრული ჰაბისთვის საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული კავშირით.


მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შემთხვევაში საქართველო პირველ ეტაპზე ნახევარ მილიარდ დოლარამდე შემოსავალს მიიღებს, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირდება 70 ტერაბიტ წამი გლობალური ინტერნეტის სიჩქარით და ევროპა-ახლო აღმოსავლეთს შორის ინტერნეტის გატარების 45%-იანი ბაზრის წილის დაკავების შესაძლებლობა არსებობს. რეგიონში ინტერნეტ ტრაფიკის ტრანზიტის 75%-ს, ცხადია, გლობალური ტექნოლოგიური გიგანტები დაიკავებენ, ისეთები როგორიცაა "ამაზონი", "გუგლი", "მაიკროსოფტი", "ფეისბუქი", "ნეტფლიქსი" და ასე შემდეგ.


რეალურად არსებობს პერსპექტივა, რომ ამ კომპანიებმა საკუთარი მონაცემთა ცენტრები ან თვითონ ააშენონ ან ერთიან მონაცემთა ცენტრში განათავსონ საკუთარი სერვერები", - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პარლამენტში 2019-2020 წლების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მისი თქმით, რეალურად, არსებობს პერსპექტივა, რომ საქართველოში ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ააშენონ მონაცემთა გაცვლის ცენტრები. ბექაურის აცხადებს, ეს კომპანიები საქართველოში ინფრასტრუქტურამ და გეოგრაფიულმა უპირატესობამ უნდა მოიზიდოს, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930