11-06-2018
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოხატავს შეშფოთებას სირიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას შესხაებ, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
ამის შესახებ საუბარია ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინა ერიქსენ სორაიდეს წერილში, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გამოუგზავნა.
,,მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში’’ - ნათქვამია წერილში.
ინე ერიქსენ სორაიდემ საკუთარ წერილში ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის 31 მაისის, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე კანადის, ისლანდიისა და ნორვეგიის ერთობლივ განცხადებას, სადაც მხარეებმა მოუწოდეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებს და და მათ პარტნიორებს თავი შეიკავონ ნებისმიერი შემდგომი ქმედებისგან, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ,,ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ ყველა მხარეს დაიცვას საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, სრულად შესრულდეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“-ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.