29-12-2021
ექსპერტი დავით ქართველიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე მამუკა წიკლაურის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მის ისტორიაშია არაერთი „სკანდალური და საეჭვო საქმე, რომლებიც აუცილებლად იმსახურებს სასწრაფო შესწავლას“.ექსპერტი დავით ქართველიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე მამუკა წიკლაურის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მის ისტორიაშია არაერთი „სკანდალური და საეჭვო საქმე, რომლებიც აუცილებლად იმსახურებს სასწრაფო შესწავლას“.
„2021 წელი - თელავის სასამართლომ ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაუშვა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2021 წელი - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2021 წელი - პოლიციელებზე თავდასხმისა და მათი დაჭრის ბრალდებით დაკავებული ომარ ცისკარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2021 წელი - მკვლელობაში ბრალდებული დავით ნადაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2019 წელი, დეპუტატის მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2014 წელი - თელავის სასამართლომ გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მიიღო და 22 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;
2013 წელი - კუდ-ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამმართველოს ყოფილი ძალოვანი, ილია ნატროშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური“, - წერს დავით ქართველიშვილი.
« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |