31-12-2021
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ მებაჟე-ოფიცრებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვას უზრუნველყოფენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ მებაჟე-ოფიცრებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვას უზრუნველყოფენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
31 დეკემბერს, სამსახურებრივ მოვალეობას ადგილზე 230-ზე მეტი თანამშრომელი შეასრულებს.
საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე: „სადახლო", „წითელი ხიდი", „თბილისის აეროპორტი", ასევე, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მომუშავე მებაჟე-ოფიცრებსა და თანამშრომლებს, ფინანსთა მინისტრმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადეს 2021 წელს გაწეული სამუშაოსთვის და გლობალური პანდემიის პირობებში სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისთვის.
„დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ფინანსთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ასევე, ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს და ვუსურვებ წარმატებულ და მშვიდობიან 2022 წელს. განსაკუთრებით, ვულოცავ მებაჟე-ოფიცრებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს ხვდებიან საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის სადარაჯოზე", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრთან ერთად, თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ.
« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |