გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 31, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,7% შეადგინა და მნიშვნელოვანია, რომ არსებითი გაუმჯობესება ფიქსირდება ყველა მიმართულებით

31-12-2021

11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,7% შეადგინა და მნიშვნელოვანია, რომ არსებითი გაუმჯობესება ფიქსირდება ყველა მიმართულებით, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ნოემბრისა და 11 თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების შეფასებისას.11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,7% შეადგინა და მნიშვნელოვანია, რომ არსებითი გაუმჯობესება ფიქსირდება ყველა მიმართულებით, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ნოემბრისა და 11 თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების შეფასებისას. 


„მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 12%-ით, ხოლო 11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10,7%. ნოემბერში ექსპორტის ზრდა 40%-ს აღემატება. ზოგადად, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტურიზმის სექტორი, ასევე, ფულადი გადმორიცხვები, საგადასახადო შემოსავლები. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევისა პანდემიის მიმართულებით, გვაქვს ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგები ეკონომიკის აღდგენის კუთხით.  მიმდინარე წელს არა მხოლოდ სრულად მოხდა კომპენსირება გასული წლის ეკონომიკური კლების, არამედ 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 3,2 პროცენტით არის გაზრდილი. ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არსებითად შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, საბიუჯეტო დეფიციტი და შემცირდა საგარეო ვალის მოცულობა ეკონომიკასთან მიმართებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031