გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება სიღარიბესთან ბრძოლა და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ბიზნესის წახალისებასთან და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებასთან

10-01-2022

„დღეს ჩვენ უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება არანაკლებ 10.7%-ის.  ის ვარაუდი, რაც გვქონდა, რომ  წელს ორნიშნა ზრდით დავასრულებთ, მიღწეულია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთვარობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.„დღეს ჩვენ უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება არანაკლებ 10.7%-ის.  ის ვარაუდი, რაც გვქონდა, რომ  წელს ორნიშნა ზრდით დავასრულებთ, მიღწეულია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთვარობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე. 


ნათია თურნავას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი იყო რთული, ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ამასთან, როგორც მინისტრი აღნიშნავს, მართალია, წლის შედეგები სტატისტიკურად იანვრის მეორე ნახევარში შეჯამდება, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას - გასული წლის ეკონომიკური ზრდა იქნება სულ მცირე 10.7%, თუმცა, შეიძლება ამ მაჩვენებელსაც გადააჭარბოს. ნათია თურნავას თქმით, ეს არის იმის ძალიან კარგი საწინდარი, რომ 2022 წელი იყოს უფრო მეტად წარმატებული და ქვეყანას მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების უფრო მეტი საშუალება ჰქონდეს. 


„მაგალითად, სახელმწიფოს ვალის დონე - შეგვიძლია ეს მაჩვენებელი მთელი 10 პროცენტული პუნქტით შევამციროთ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში.


ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავაფინანსოთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტი. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი მთავარი საზრუნავი და გამოწვევა უკვე ახალ წელს იქნება სიღარიბესთან ბრძოლა და რასაკვირველია, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ბიზნესის წახალისებასთან  და კვლავაც მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებასთან", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930