16-01-2022
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გასამართლებული, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მისი დაჭერით, არც მეტი არც ნაკლები, ვლადიმერ პუტინი იყო დაინტერესებული და მან ამ მიზნით სოლიდური თანხაც გადაიხადა.
ეს განცხადება სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2013 წელს გააკეთა, როდესაც საქართველოდან გაიქცა.
"ვლადიმერ პუტინმა ჩემ დასაკავებლად ბიძინა ივანიშვილს ორი მილიარდი გადაუხადა" - აცხადებდა სააკაშვილი.
მისივე თქმით, ეს ფაქტი მედვედევმაც დაადასტურა.
თუმცა ექსპრეზიდენტმა არ დააკონკრეტა რომელი ვალუტით გადაუხადა პუტინმა ივანიშვილს სააკაშვილის დაჭერის გასამრჯელო.
P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით
P.P.S. მასალის გამოყენების შემთხვევაში წყაროს მითითება აუცილებელია!!!