18-01-2022
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გახსნა.
50 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ორსართულიან შენობაში მოწყობილია საძინებლები, გასართობი და მედდის ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები და ლიფტი. შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით.
კეთილმოეწყო ეზო, სადაც დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები და მინი სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის.
დასახლებაში რომელშიც 200 - მდე ოჯახი ცხოვრობს უკვე 25 წელია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ ფუნქციონირებდა. აღსაზრდელები კასპის #1 საბავშო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ, ტრანსპორტირების ხარჯებს კი მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებდა.
"ახლად გახსნილ საბავშვო ბაღში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ბავშვები ღირსეულად აღიზარდონ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აშენება და არსებულის კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტისთვის ერთერთი განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენი პატარები საუკეთესო პირობებს იმსახურებენ" - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
16-11-2024
16-11-2024