31-01-2022
ძალიან ბევრ მოიჯარეში შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ნაცნობი, ან უცნობი პირი. მთავარია, რომ აქ არის გამჭვირვალობა, ყველასთვის თანაბარი პირობები და სახელმწიფოს ინტერესები კი არ ზარალდება, სახელმწიფოს ინტერების არის პირველ რიგში დაცული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, რა ეტაპზეც არ შესრულებდა ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია მოვლის, აღდგენის, შენარჩუნების, ან დავუშვათ ინვესტიციების განხორციელების კუთხით, სატყეო სააგენტო უფლებამოსილია და რა თქმა უნდა, იმ სატყეო უბანს თავის მმართველობაში დაიბრუნებს, თუმცა ეს მაინც სახელმწიფოს საკუთრებად რჩება.
"ის კონკრეტული პროექტი, კონკრეტულად რა ტიპის და როგორი ობიექტები მოეწყობა ეს, რა თქმა უნდა, ცალკე პროექტად უნდა შეთანხმდეს სატყეო სააგენტოსთან. ეს სატყეო სააგენტოსთან შეთანხმდება და მოიჯარეს ამის უფლება გააჩნია. ეს არის მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ის მერქნიანი მცენარეები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არის, უნდა იყოს შენარჩუნებული და მათი მოვლა და პატრონობა უნდა ხორციელდებოდეს. მთავარი ამოცანა ჩვენ რაც გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ ეკოლოგია ტყის, თუ ტყის ამა თუ იმ უბნის, ეს იქნება აპრიორი შენარჩუნებული. ყველაზე მთავარი ეს არის და დანარჩენი, თუ რამე განხორციელდება იქ ინფრასტრუქტურული, ეს უნდა იყოს ისე, რომ დაცული იყოს ტყის მოვლის პირობები, რომლებიც სატყეო სააგენტოს სპეციალისტებთან უნდა შეთანხმდეს.
თქვენ თქვით, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდა 1 თვის ფარლებში, მათ ხელშეკრულების მიხედვით მოუწევთ იმ პირობების შესრულება. ახლა არის ზამთარი და ტყე არ საჭიროებს არანაირ მოვლით ღონისძიებას, მაგრამ რაც საჭირო იქნება, სატყეო სააგენტოს ამაზე აქვს მონიტორინგი და ექნება ყველა მოიჯარესთან. სრულიად ტყუილად ატეხილი ქარიშხალია ჭიქაში.
ჩვენთვის, ნარმანიას მეუღლე იქნება, ვინმეს მეუღლე იქნება, თუ ვინმე იქნება თანამდებობის პირი, სრულიად სულერთია. ჩვენ ვხელმძღვანელობთ კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით. კანონმდებლობა რასაც განსაზღვრავს, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება, მიუხედავად იმისა, ვინმე რა თანამდებობაზე არის, ან არ არის. თითოეულ თქვენგანს, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, სურვილის შემთხევაში, თუ აქვს ასევე ვალდებულებები და მზად არის, რომ იგივე იჯარა გააკეთოს და იგივენაირად მოახდინოს ტყის მრავალფუნქციური სარგებლობა.
ჩვენ ძალიან ბევრ მოიჯარეში შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ნაცნობი, ან უცნობი პირი. მოდი უცნობი პირებიც თქვით, ძალიან ბევრი. მთავარია, რომ აქ არის გამჭვირვალობა, ყველასთვის თანაბარი პირობები და სახელმწიფოს ინტერესები კი არ ზარალდება, სახელმწიფოს ინტერების არის პირველ რიგში დაცული", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024