31-01-2022
მიმდინარე წლის 1-28თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
1 |
ადიგენი |
01.02.2022 |
თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
2 |
ლანჩხუთი |
01.12.2021 |
ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით |
10:00-17:00 |
3 |
ასპინძა |
02.02.2022 |
მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
4 |
ლენტეხი |
02.02.2022 |
თამარ მეფისქ. N 24, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
5 |
ნინოწმინდა |
03.02.2022 |
პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
6 |
ხონი |
07.02.2022 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
7 |
გურჯაანი |
07.02.2022 |
ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან |
10:00-17:00 |
8 |
ვანი |
08.02.2022 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
9 |
ახმეტა |
08.02.2022 |
ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან |
10:00-17:00 |
10 |
ბაღდათი |
09.02.2022 |
წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
11 |
ყვარელი |
09.02.2022 |
კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან |
10:00-17:00 |
12 |
ყაზბეგი |
10.02.2022 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
13 |
ამბროლაური |
14.02.2022 |
კოსტავას ქ. 20 |
10:00-17:00 |
14 |
კასპი |
14.02.2022 |
სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან |
10:00-17:00 |
15 |
აბაშა |
15.02.2022 |
ჯორჯიკიას ქ. N 3, "ლიბერთი ბანკი"-ს წინ |
10:00-17:00 |
16 |
ქარელი |
15.02.2022 |
თამარ მეფისქ. N 48, "ლიბერთი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
17 |
მარტვილი |
16.02.2022 |
თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ |
10:00-17:00 |
18 |
მარტყოფი |
16.02.2022 |
მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
19 |
დუშეთი |
17.02.2022 |
რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი |
10:00-17:00 |
20 |
საჩხერე |
21.02.2022 |
თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
21 |
დმანისი |
21.02.2022 |
წმინდა ნინოსქ. N 41, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
22 |
ცაგერი |
22.02.2022 |
რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ |
10:00-17:00 |
23 |
თეთრიწყარო |
22.02.2022 |
თამარ მეფისქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
24 |
ტყიბული |
23.02.2022 |
კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
25 |
ონი |
24.02.2022 |
აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ |
10:00-17:00 |
26 |
ყაზბეგი |
25.02.2022 |
გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია |
10:00-17:00 |
27 |
ამბროლაური |
28.02.2022 |
კოსტავასქ. 20 |
10:00-17:00 |
16-11-2024
16-11-2024