გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: მაინტერესებს, ოპოზიცია ხვალ ამ ტექსტს, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად ყველა აუცილებელი ასპექტი წერია, მხარს დაუჭერს თუ არა

31-01-2022

მე პირადად, როგორც ერთ ადამიანს, ამ ქვეყნის მოქალაქეს, დეპუტატს, ამ მოლაპარაკებაში რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ჩართულმა ერთ-ერთმა ინიციატორმა მინდა კითხვა დავსვა - ამ მოცემულობით, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად ყველა აუცილებელი ასპექტი წერია, მხარს დაუჭერენ თუ, არა - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.


მისი თქმით, რეზოლუციის ტექსტი ხვალ გავა სხდომაზე დასამტკიცებლად.


"მე პირადად, როგორც ერთ ადამიანს ამ ქვეყნის მოქალაქეს, დეპუტატს, ამ მოლაპარაკებაში რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ჩართულმა ერთ-ერთმა ინიციატორმა მინდა კითხვა დავსვა - ამ მოცემულობით, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად ყველა აუცილებელი ასპექტი წერია, მხარს დაუჭერენ თუ, არა. ეს ტექსტი ხვალ ასევე გამოვა სხდომაზე დასამტკიცებლად. პირდაპირ გეუბნებით წინა დღეს, დაახლოებით ათამდე ადამიანია კოვიდ ინფიცირებული ან კოვიდ იფიცირებულის ახლო კონტაქტი და იზოლაციაში მყავს.


მაინტერესებს, ოპოზიცია, ხვალ ამ ტექსტს, რომელიც ჩემზე არანაკლებ კარგად იციან, რომ ასეა საჭირო, ასე გამომდინარეობს ეროვნული ინტერესიდან, ასე გამოხატავს უკრაინელი ხალხის ხაზს ვუსვამ, ინტერესებს, მათი სუვრენიტეტის მხარდაჭერას, მხარს დაუჭერენ თუ არა, თუ ამ ერთ ფრაზას გაეკიდებიან და არ დაუჭერენ მხარს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930