გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარტვილში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

4-02-2022

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ორივე სამართალდარღვევა გამოვლენილია მარტვილის მუნიციპალიტეტში - სოფელ სალხინოში და სოფელ ლეხაინდრავოში.


სოფელ სალხინოში მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. ეზოში 69 ერთეული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3,6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) იყო განთავსებული. 


უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი საამქრომოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი სოფელ ლეხაინდრავოშიც. ტერიტორიაზე ასევე გამოვლენილია 58 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). მათგან, 43 ერთეული თხმელას (მურყანი) სახეობის მორი საკარმიდამო ეზოში, 15 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი კი,  ეზოში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე იყო განთავსებული. ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930