6-02-2022
,,ნიკანორ მელია კი არის შემჩნეული, რომ ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, უფრო სწორედ კი ვერ აკეთებს, ან უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი-თვითონ თუ იცის ან რას ამბობს ან რას აკეთებს.” - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა მელის მიერ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებებს.
,,ნიკანორ მელია კი არის შემჩნეული, რომ ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, უფრო სწორედ კი ვერ აკეთებს, ან უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი-თვითონ თუ იცის ან რას ამბობს ან რას აკეთებს. ამ ყველაფრის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარი და უმთავრესი მაინც ის არის, რომ მელია უკვე მერამდენედ შეეჯახა რეალობას, და ამ რეალობის თავი და ბოლო ის, არის გაკოტრებული პარტიის ლიდერობა მოუწია, თან ისე, რომ ლიდერიც არის თუ არა, უკვე თვითონ არ იცის. უამრავი მაგალითის მოყვანა არცაა საჭირო, ხან ამბობს, მიშას ვეუბნებოდი ჩამოდიო, ხან ამბობს ვეუბნებოდი არ ჩამოხვიდეო. მოკლედ ვინ, ვინ და მელიამ მგონი ყველაზე კარგად იცის, რომ სააკაშვილი ციხიდან ვერ გამოვა, სანამ სასჯელს არ მოიხდის, თან ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმაც დაამატა გუშინ, ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთო. ჰო და, რახან ასეა, დაანებეთ ამ სასამართლო პროცესებზე ერთი მუჭა მხარდამჭერების მიყვანას თავი, დროსაც ტყუილად ხარჯავთ და ფულსაც. ისე, როდის არის ხოლმე ნიკანორი გულწრფელი, უბრალოდ საინტერესოა, უბრალოდ” - წერს ექსპერტი Facebook ზე.
16-11-2024
16-11-2024