გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი: მასკარადის პერიოდი უნდა დასრულდეს და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდეს

14-06-2018

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგელაშვილის განცხადებით, მასკარადის პერიოდი, რომელიც საქართველოშია, უნდა დასრულდეს და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი დაინიშნოს.
მისივე თქმით, ივანიშვილი ისეთი პრემიერი იქნება, რომლის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მის მიმართ კითხვები არ გაჩნდება.
ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს ბათუმში გამართულ კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპილი გზა“ განაცხადა.
„მე მიმაჩნია, რომ ეს რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი, როდესაც პრემიერ-მინისტრები უცებ ირჩევიან და რა პრინციპით ირჩევიან ეს ჩვენი საზოგადოებისთვის გაუგებარია, უნდა დასრულდეს. თუ ევროპულ არჩევანსა და ევროპულ ფორმირებაზე ვსაუბრობთ, იქ პრემიერები მმართველი პარტიის ლიდერები არიან და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც საზოგადოებისთვის გასაგებია და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი პრემიერის არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები, რატომ წავიდა თანამდებობიდან და რომელიც პასუხისმგებელია მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და რომელსაც ძალაუფლება და შესაძლებლობა გააჩნია ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარებისა“- განაცხადა მარგველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031