გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიტიკური სივრცე სავსეა უპრინციპო, ყუმბარიანი მაიმუნებით-თამარ ჩერგოლეიშვილი უგულავაზე

8-02-2022

,,უგულავას პოსტი ნახეთ? მე დიაგონალურად წავიკითხე. საქმე იმაშია ქართული პოლიტიკური სივრცე სავსეა უპრინციპო, ყუმბარიანი მაიმუნებით, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ, იმისთვის რომ იტივტივონ‘’ - ასე ეხმიანება ,,ტაბულას’’ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავას განცხადებას.


როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, უგულავამ 2018 წელს 11 პროცენტიანი პარტია გაანადგურა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში "ნაციონალური მოძრაობის" შედეგი რომ ნახა, ჩათვალა, რომ მიშა მოდის - ამიტომ აიღო და კეზერაშვილის დავალებით ეს პარტია მიშას უკან მიართვა.


,,უგულავას პოსტი ნახეთ? მე დიაგონალურად წავიკითხე. საქმე იმაშია ქართული პოლიტიკური სივრცე სავსეა უპრინციპო, ყუმბარიანი მაიმუნებით, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ იმისთვის, რომ იტივტივონ. ამ ადამიანმა, 2018 წელს 11 პროცენტიანი პარტია გაანადგურა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში "ნაციონალური მოძრაობის" შედეგი რომ ნახა, ჩათვალა, რომ მიშა მოდის - ამიტომ აიღო და კეზერაშვილის დავალებით ეს პარტია მიშას უკან მიართვა (თავისი ხელიდან სცადა). (ფუნდამენტური განსხვავებები დაავიწყდა, იმიტომ რომ არც ჰქონია - გვატყუებდა).


მთელი შემდეგი თვეები, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - უგულავას ნაცების ოფისში უფრო ხშირად ნახავდით, ვიდრე საკუთარ პარტიაში. (მე ურთიერთობა მაგ დროს გავწყვიტე და რასაც ახლა ვლაპარაკობ, ყველაფერი ჯერ მას ვუთხარი, აი რაც ახლა ხდება პოლიტიკურად, ეგეც სიტყვა სიტყვით აღვუწერე, გავაგებინე რომ მე მას პოლიტიკურ ლიდერად აღარ ვთვლი და მერე იმაზეც გავაფრთხილე პატიოსნად, რომ ამ ყველაფერს საჯაროდ ვილაპარაკებდი).


მერე 20 ივნისი მოხდა, დაინახა რომ აქციაზე მიშას სახელს ვერ ახსენებენ, იფიქრა რაღაც შემეშალაო და შემდეგი არჩევნების წინ იდაყვები მოიმარჯვა - მიშას უნდა ჩავარტყაო. ამ არჩევნებში ამ უპრინციპო კაცის პარტიამ სამართლიანად გაასხა (სხვებმაც დავაშავეთ, რომ ეს დავუშვით).


მარცხის შემდეგ, იფიქრა ინდივიდუალური გადარჩენის რეჟიმი უნდა ჩავრთოო და სააკაშვილთან, კიევში გაიქცა, კეზერაშვილთან ერთად სააკაშვილისთვის გზის გასუფთავების, ბოკერიას პოლიტიკიდან გაქრობის და ევროპული საქართველოს დე-ფაქტო ლიკვიდაციის გეგმა დასახა - მაგრამ როგორც ლუზერს, ეს გეგმაც ჩაეშალა. ამის შემდეგ, ნაცებთან გადაბარგდა, ხუთიანი დაიწერა - აყვირდა, რეფერენდუმია და ყველამ პოლარიზაციაში უნდა გადავტეხოთ ბიძინა ოდისევსი ბრუნდებაო. დაუბრუნდა ოდისევსი და ახლა ციხეში ზის.


ცოტაც მოითმინე, ხალხი იღვიძებსო - კი ატყუა, მაგრამ როდემდე მოატყუებდა. ახლა გამოაცხადა, საააკაშვილი არააა მაკონსოლიდირებელი ფიგურაო! ცალკე - დამოუკიდებელ ჰალსტუხიანთა ცენტრია საჭიროო. ახლა ამ თემას, კეზერაშვილის ძალისხმევით, ხელოვნურად მედია აწევს - დასვამს პოლიტიკურ სპექტრს და ამ ტრუხა კაცის ბოდვებზე ამსჯელებს. არცერთ კრიტიკულ კითხვას არ დასვამს - არ ჰკითხავს წინდებივით რომ იცვლი ამ შენს პოზიციებს, ხან ერთს იძახი, ხან მეორეს, რატომ უნდა დაგიჯეროთო. ამიტომ, ნუ გვიკვირს, ღარიბაშვილი რომ პრემიერ მინისტრია’’ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930