გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: 50 ხმა სჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუ გახარიები მუნიციპალიტეტებში გამოიყენეს, აქაც გამოიყენებენ

14-02-2022

50 ხმა სჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნას და არასწორია იმის თქმა, რომ ხმები არ ეყოფათ, მაშინ როდესაც 61 ოპოზიციონერი დეპუტატია. თუ გახარიები მუნიციპალიტეტებში გამოიყენეს, აქაც გამოიყენებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პარლამენტში 61 ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება.


„თუ იმაზე გვაქვს საუბარი, ვის დაარწმუნებენ და ვის - არა, ეს მათი საქმეა და არა - ჩვენი. 50 ხმა სჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნას და არასწორია იმის თქმა, რომ ხმები არ ეყოფათ, მაშინ როდესაც 61 ოპოზიციონერი დეპუტატია. თუ გახარიები მუნიციპალიტეტებში გამოიყენეს, აქაც გამოიყენებენ, დაარწმუნებენ, თუმცა გაუჭირდებათ, რადგან ეს მეტი და აშკარა კოალიცია იქნება, მეტი რა შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც. 61 ოპოზიციონერი დეპუტატია და დაარწმუნონ ერთმანეთი, 50 ხმა შეავსონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930