გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

16-02-2022

სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის რუსტამ ბადასიანის ინიციატივით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით, სომხეთს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ თავის კოლეგასთან ერთად ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები განიხილა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.


შეხვედრაზე მხარეებმა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს. კერძოდ: სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების თაობაზე წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის შესახებ ოქმით განსაზღვრული დებულებების შესრულების საკითხი; (ხელმოწერილი 2019 წლის 18 ნოემბერს, ძალაში შევიდა 2021 წლის 1 მაისს), ასევე ელექტრონული ინვოისების სისტემის ინტეგრირების; რეზიდენტობის ცნობის ელექტრონულად წარდგენისა და საბაჟო სფეროში ერთობლივი მმართველი კომიტეტის შექმნის შესაძლებლობა.


შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა შეხვედრა და ხაზი გაუსვა მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.
ლევან კაკავამ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარეს, რუსტამ ბადასიანს მადლობა გადაუხადა აქტიური და ეფექტური თანამშრომლობისთვის.


დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახურის უფროსი ჯონი შურღულაია, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა, მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ,ლევან დგებუაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და საინფორმაციო-ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი, ნოდარ კაკრიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930