გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

16-02-2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.


ამავე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადეს ყალბი 100-ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს თბილისში და რუსთავში მდებარე 8 სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე.


„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების საცხოვრებელი სახლიდან დამატებით ამოღებულ იქნა 27-ცალი ყალბი 100 - ლარიანი და 7-ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ასევე მათ დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი დამხმარე ტექნიკური საშუალებები.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930