გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2021 წელს დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულმა თანხამ მილიარდ 930 მილიონი ლარი შეადგინა

17-02-2022

ავტომატური დაბრუნების სისტემის სრულად ამოქმედების შედეგად, 2021 წელს დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულმა თანხამ მილიარდ 930 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით, 900 მილიონი ლარით მეტი, ხოლო 2019 წელთან შედარებით მილიარდ 300 მილიონი ლარით მეტია,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, დაბრუნების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ისეთ სექტორებში, როგორიცაა მრეწველობა, რომლის უდიდესი ნაწილი ექსპორტში აისახება და ასევე, მშენებლობა, რომელიც დასაქმების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.


„კონსერვატიული შეფასებით, დღგ-ის დაბრუნების ეფექტმა ეკონომიკურ ზრდაში მხოლოდ 2021 წელს 0,5 პროცენტული პუნქტი შეიტანა, ხოლო ჯამურად 2020-2022 წლებში მისი ეფექტი 1.5 პროცენტია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930