გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში აგრარული ბაზრის პროექტირება დაიწყო

17-02-2022

ქალაქ ონში აგრარული ბაზრის პროექტირება დაიწყო, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობასთან და ქ.ონში აგრარული ბაზრის მოვაჭრეებთან შეხვედრები გამართა.


არსებული ბაზარი, ტერიტორიის სიმცირის გამო ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს, რის გამოც საჭირო გახდა პროექტის დაგეგმვა, რათა უახლოეს მომავალში სრულად განახლდეს ყოფილი ბაზრის ტერიტორია, სადაც მოეწყობა ღია და დახურული სავაჭრო ფართები, აშენედება ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები, რომელიც შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მოხდება ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა. ხელი შეეწყობა სოციალური გარემოს გაუმჯობესებას, გაიზრდება მომსახურების ხარისხი. პროექტის ღირებულება შეადგენს 700 000 ლარს.


16 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან - გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად იმყოფებოდა ძველი და ახალი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, რა დროსაც ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.


სერგი ხიდეშელის განცხადებით, ქალაქ ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზარი გაიხსნება, რომლის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტი განხორციელდება ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ონის მოსახლეობისა და ადგილობრივი მოვაჭრეების ინტერესები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930